пятница, 18 мая 2012 г.

სოკოს სალათა
სოკო

როგორ მოვამზადოთ პიცა
კულინარია
7 კომენტარი »




იტალიური სამზარეულოს მთავარი მენიუ კარგი იტალიური პიცით, გემრიელი, ჰაეროვანი ნაყინითა და, რაც მთავარია, “პასტა ბოლონეზეთი” გამოირჩევა. თუმცა, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მზარეულები ჩვეულებისამებრ ასახელებენ. როგორ კეთდება კარგი იტალური საჭმელი და რაში მდგომარეობს იტალური პიცისა და ნაყინის საიდუმლო, ამ საკითხთთან დაკავშირებით, თბილისში, ერთ–ერთ იტალიურ კაფეტერიას ვესტუმრეთ და სპეციალურად “გუმბათის” მკითხველებისთვის მზარეულ მანუჩარ შვანგირაძისგან რამოდენიმე რეცეპტი ჩავიწერეთ. გაგრძელება »

ავტორი: Gordo
ხინკალი
ხინკალი

თქვენთვის, გურმანებო
კულინარია
კომენტარი არ აქ »


ხინკალი კახურად

მასალა: ცხვრის ან ძროხის ხორცი – 1 კილოგრამი; ფქვილი – 1 კილოგრამი; ხახვი – 4–5 თავი; მწვანილი – 3–4 ძირი; კვერცხი – 2 ცალი; მარილი, პილპილი – გემოვნებით.

თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ცივი მარილწყლით მოვზილოთ ჩვეულებრივი მაგარი ცომი. მოვამზადოთ გულსართი შემდეგნაირად: მსუქანი ცხვრის ან ძროხის ხორცის რბილი ნაჭრები ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად. შევაზავოთ დაკეპილი ოხრახუშით, ქინძით, შავი პილპილით, მარილით; დავზილოთ და გავაზავოთ წყლით. როდესაც გულსართი მზად იქნება, ცომი გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრისით და კიდევ გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. დუღილის დროს ქვაბი ვატრიალოთ, რომ ძირზე არ მიიკრას. როცა ყველა ხინკალი წყლის ზევით ამოტივტივდება, კიდევ 5 წუთი ვადუღოთ, ამოვალაგოთ ქაფქირით და სუფრაზე მივიტანოთ დანაყილ პილპილთან ერთად. გაგრძელება »
ნიგოზი